- ქალაქ ჩხოროწყუში, გარახას უბანში, მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხიდი, ძველი ამორტიზებული ხიდის მიმდებარედ შენდება.
ხიდის სიგრძე 75, ხოლო სიგანე 10 მეტრს შეადგენს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 680 000 ლარით ფინანსდება.
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, ახალი საავტომობილო ხიდი, ასევე სოფელ ქვედა ჩხოროწყუში, ჭვილიშის უბანში აშენდება.