- მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გეზრბენსა და კალათურთში 3X3 სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩხოროწყუს შესარჩევი ეტაპი გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ გამარჯვებულები ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მედლებით, დიპლომებითა და შესაბამისი ხარისხის თასებით დააჯილდოვა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩხოროწყუს შესარჩევ ეტაპზე გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონალურ პირველობაზე, რომელიც 2024 წლის გაზაფხურლზე ჩატარდება.
ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს