- “ქართული ოცნების” ჩხოროწყუს მერობის კანდიდატი დათო გოგუა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ის თავის ფეისბუქგვერდზე წერს:
“ძვირფასო ჩხოროწყუელებო! მინდა მადლობა გადაგიხადოთ 30 ოქტომბერს ჩემ მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის, რომელსაც აუცილებლად გავამართლებ.
პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, ვიყავი და ვიქნები ყველა ჩხოროწყუელის სამსახურში, რადგან ვთვლი, რომ ვარ თითოეული თქვენგანის ოჯახის წევრი, ჩხოროწყუ, ჩემს ჩხოროწყუელებთან ერთად, არის ჩემი დიდი ოჯახი”.-წერს დავით გოგუა.
ინფორმაციისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისის მონაცემებით, სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ხმების 100% დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში დ „ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს.