ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიით, პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და შენობის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. საგანმანათლებლო დაწესებულება 2024 წლის სექტემბერიდან შევა ექსპლუატაციაში და სოფელ ლეწურწუმეს 200 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდართებით აღჭურვილი სკოლა ექნება.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
ჭოღაში საავტომობილო ხიდი შენდება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღაში, მეორე ჭოღაში, მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდი შენდება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სახელმწოფო ბიუჯეტიდან 1 130 000 ლარით ფინანსდება. ხიდის სიგრძე 55, ხოლო სიგანე 10 მეტრია. ხიდის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. 2024 წელს ხიდები ჭვილიშსა და გარახაში აშენდება.
წიწვოვანი მცენარეების რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. “გაუფრთხილდი შენი ქვეყნის უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს – ნუ მოჭრი ნაძვს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჩხოროწყუში კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ ჩხოროწყუში კულტურის სახლის შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 601 202 ლარით ფინანსდება. ამ ეტაპზე დასრულებულია გადახურვითი და გარე ფასადის მოწყობის სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი ტიპის აპარატურით, განათებებით, დიდი საკონცერტო დარბაზით აღჭურვილი კულტურის სახლი...
შეჯიბრი “ეტალონი გუნდის” წოდების მოსაპოვებლად
კირცხის#1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ჩხოროწყუს "ეტალონი გუნდის” წოდების მოსაპოვებლად ერთმანეთს 17 სკოლის მე-6 და მე-7 კლასის 85 მოსწავლე შეეჯიბრა. ღონისძიებას ,,ეტალონის" ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. მონაწილე გუნდებს ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები ამხნევებდნენ და გულშემატკივრობდნენ. დაგროვილი ქულების მიხედვით ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველ ადგილზე გავიდა...
სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე. უწყების ცნობით, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება. „აღნიშნული...
საპენსიო სესხების რეკლამირება იკრძალება
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება. სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს...
ლაშა შალამბერიძე მეთხილე ფერმერთა რეგისტრაციას დაესწრო
სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლაშა შალამბერიძე სოფელ თაიაში, მეთხილე ფერმერთა რეგისტრაციას დაესწრო. ლაშა შალამბერიძემ ფერმერებსა და ადგილობრივებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ და მათ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას ასევე მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა ესწრებოდა. მეთხილე ფერმერებმა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შესაძენად განკუთვნილი...
ჩხოროწყუში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ნოემბრის თვეში, იმერეთსა და სამეგრელოში 9 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 3 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქულია ხონის მუნიციპალიტეტში. „მოქალაქეებს 2 ლენტური და 1 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში და მდინარე ცხენისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე...