ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და შენობის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. საგანმანათლებლო დაწესებულება 2024 წლის სექტემბერიდან შევა ექსპლუატაციაში და სოფელ ლეწურწუმეს 200 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდართებით არჭურვილი სკოლა ექნება. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო...
ჩხოროწყუს მერია უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას. ჩხოროწყუს მუნიციპალიტტის მერიის ინფორმაციით, გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობაა. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან ,...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცათ
დღეს, "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენლებმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 150 ოჯახს 350 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცეს. ვაუჩერი სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გადაეცა. მოქალაქეებს, მათთვის საჭირო პროდუქტების შესაძენად, აღნიშნული ვაუჩერის გამოყენება ,,კარფურის“ ,,ნიკორას“ ,,ლიბრესა“ და ,,მაგნიტის“ სუპერმარკეტებში შეუძლიათ. მოსახლეობას ვაუჩერი საჩუქრად ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენლებმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის...
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარისა და შტორმის გამო, მოსახლეობას მოუწოდებს, სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან თავი შეიკავოს. “საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარის, უხვი ნალექისა და შტორმის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად...
მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრა დაასრულა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრა დაასრულა. დღეს, დათო გოგუა ზუმისა და ხაბუმეს მოსახლეობას შეხვდა და მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა. დათო გოგუამ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ინფრასტრუქტურის, სოციალურ, სოფლის მერნეობის, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა. •სოფელ ხაბუმეში, ეწერის...
მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. უწყების ცნობით, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს, ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. შესაბამისად, პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს. “რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან...
ჩხოროწყუში მოსწავლეებისთვის ფინანსური ვალდებულებებისა და მოსალოდნელი რისკების შესახებ ტრენინგი ჩატარდა
სამეგრელოსა და ზემო-სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებმა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ფინანსური ვალდებულებებისა და მოსალოდნელი რისკების შესახებ ტრენინგი ჩაატარეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, მოზარდებმა მიიღეს ინფორმაცია ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური მაგალითები. პროექტის მიზანია, მოზარდებში, რომლებიც მალე სრულწლოვანი მოქალაქის...
ჩხოროწყუში სახელოვნებო სკოლა გაიხსნა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, კულტურისა და მოსწავლე -ახალგაზრდობის ცენტრში, მერიის მხარდაჭერით სახელოვნებო სკოლა გაიხსნა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკოლაში მოსწავლეები ხატვას, ფერწერას, ჭედურ ხელოვნებას, ხატწერას ტიხრულ მინანქარსა და ოქრომჭედლობას შეისწავლიან. სახელოვნებო სკოლის პედაგოგები, ხელოვანები - შალვა გერაძე და ალიკა წურწუმია იქნებიან. სკოლაში შესარჩევი კონკურსის შედეგად მიღებული საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები ჩაირიცხნენ. სახელოვნები...
ჩხოროწყუს აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუს სკოლის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. პროექტის სატენდერო ღირებულება 13 მილიონ ლარზე მეტია, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
მერმა ერთწლიანი ანგარიშის წარდგენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. მერმა ანგარიში დღეს ქვედა ჩხოროწყუს, ახუთისა და ლესიჭინეს მოსახლეობას წარუდგინა. დათო გოგუამ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ინფრასტრუქტურის, სოციალურ, სოფლის მერნეობის, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა. •მუნიციპალიტეტში...