ხვალიდან გამოიდარებს და დათბება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმციით, 22 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დღის საათებში შედარებით დათბება. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +4, +6 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18...

თინათინ რუხაძემ დაიკავა კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა თინათინ რუხაძემ დაიკავა. კულტურის ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. “მინდა, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ძალიან ღირებული საქმიანობისთვის. მისი მინისტრობის დროს არაერთი ცვლილება, მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძის განმარტებით,...

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. “იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, სახელმწიფო პროგრამის...

22 ოქტომბრამდე შენარჩუნებული იქნება წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს....

ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოების ეროვნულ ფორუმს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან ესწრებოდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით თბილისში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ეროვნული ფორუმი პირველად გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და...

სეს – ჩხოროწყუში ფაროსანას საწინააღმდეგოდ წერტილოვანი წამლობა მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგოდ წერტილოვანი წამლობა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიურად ახორციელებს. თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავებასთან ერთად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობა ცივი შესხურების ტექნოლოგიით. "სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ზიანის თავიდან აცილების...

“ჩხოროწყუობა 2024”

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი "ჩხოროწყუობა 2024“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, "საპატიო ჩხოროწყუელები“ დაჯილდოვდნენ. ჩხოროწყუს მუნიციპალიტტეის მერიის ინფორმაციით, "საპატიო ჩხოროწყუელის“ წოდება მიენიჭათ: თინა პატარაიას - დამსახურებული პედაგოგი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი; ჟულეტა სახურიას - დამსახურებული ექიმი - პედიატრი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი; ნარგიზა კვარაცხელიას - დამსახურებული პედაგოგი, სოფელ ხაბუმეს №1 საჯარო სკოლის ქართული ენისა...

17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნული...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს.

12-15 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. “თბილისში 12 ოქტომბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13-15 ოქტომბერს კი მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ოქტომბრის დღის...