სოფელ ლესიჭინეში, სახორაოს უბანსა და მაზნიშვილის ქუჩაზე, აქტიურად მიმდინარეობს გზის მოხრეშვისა და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები. პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება. სოფელ ლესიჭინეში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურისა და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მერი ასევე შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას...
ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის და პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.
სეს-ბოსტნეულის 11 და ნესვის 2 ნიმუშში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და იმპორტულ ხილში, ბოსტნეულში, საზამთროსა და ნესვში ქიმიურ დამაბინძურებლებს – ტყვიას, კადმიუმს, სპილენძს, თუთიას, ნიტრატს, რადიონუკლიდებსა და პესტიციდების ნარჩენებს იკვლევს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებიდან 150-ზე მეტი ნიმუში აიღეს და შესამოწმებლად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს. “კვლევის შედეგად, პესტიციდების...
2 აგვისტომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. "თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 31 ივლისს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებს ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 ივლისის დღის ბოლოდან 1 აგვისტოს დილამდე დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 31 ივლისს შესაძლებელია...
ჩხოროწყუში ფესტივალი “ლეგენდების ქვეყანა“ ჩატარდება
29 ივლისი – 2 აგვისტო ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ ტარდება. ფესტივალის ფარგლებში, ღონისძიებები ჩატარდება მარტვილის, ჩხოროწყუს, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში. ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს, ინდონეზიის, ბელორუსიის, თურქეთის, სომხეთის და ლატვიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები და ჯგუფები. 29 ივლისი 18:00 საათი – მარტვილი. ფესტივალის საზეიმო გახსნა; 30 ივლისი 18:00 საათი – ჩხოროწყუ; 31...
28 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენოს ინფორმაციით, 28 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. “თბილისში 25 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +31, +33, ხოლო 26-27 ივლისს +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25 ივლისის დილამდე იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 26 ივლისს...
24 ივლისიდან, ონკოლოგიურ პაციენტებს, მედიკამენტების მიღება სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ
24 ივლისიდან, ძალაში შედის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური პაციენტები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ, საინექციო და საინფუზიო პრეპარატებს, პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებენ. გადაწყვეტილება, პაციენტთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული, რადგან ამ დრომდე ბენეფიციარებს, მედიკამენტების მისაღებად, ჯერ კლინიკაში ვიზიტი, რეცეპტის აღება, შემდეგ აფთიაქში მისვლა, წამლის...
ჩხოროწყუში კარატეს დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კარატეს დაარსებიდან 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ გიგნაძემ და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა , მსოფლიო ორგზის ჩემპიონმა, ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე გოგიტა არქანიამ ჩხოროწყუელ კარატისტებს სემინარი ჩაუტარეს და სპორტსმენებს გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, კარატეს მწვრთნელებსა და მოსწავლეებს...
21 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 21-22 ივლისს კი ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს. “თბილისში 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი...
მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
ქალაქ ჩხოროწყუში, გარახას უბანში, მდინარე ოჩხომურზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ხიდი, ძველი ამორტიზებული ხიდის მიმდებარედ შენდება. ხიდის სიგრძე 75, ხოლო სიგანე 10 მეტრს შეადგენს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფომაციით, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 680 000 ლარით ფინანსდება. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის...