ხვალ, 11 მარტს, 15: 00საათზე, ქალაქ ჩხოროწყუს ბონდო პაპასკირის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ქალთა საფეხბურთო კლუბი "სამეგრელო“ პირველი ტურის შეხვედრას ქალთა ლიგა 2-ის გასული სეზონის გამარჯვებულ გუნდ "ბათუმთან“ გამართავს. "ერთად ვუგულშემატკივროთ "სამეგრელოს".-ნათქვამია ინფორმაციაში.
ლესიჭინეში საბავშო ბაღის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში 13 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადინისტრაციის ინფორმაციით, გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 16.9 მილიონი ლარია. ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში – ოქტომბერში,...
სამუშაო შეხვედრა გაიმართა სოფლებში არსებულ საჭიროებებზე
დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დათო გოგუამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან დეტალურად მიიღო ინფორმაცია სოფლებში არსებულ საჭიროებებზე. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“, ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტის...
ჩხოროწყუში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 10 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონულ სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 1963 წელს დაბადებული ტ.ს. სამართალდამცველებმა ტ.ს.-ს საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე შენობა-ნაგებობებში...
სოციალურად დაუცველ ნანული კვიტატიანს ჩხოროწყუს მერია დაეხმარება
ჩხოროწყუში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ნანული კვიტატიანის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად განადგურდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ვერ მოხერხდა საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის გადარჩენა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მოადგილესთან, მერის წარმომადგენელთან, ქალაქის მაჟოროტარ დეპუტატთან და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. დაზარალებულ...
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო...
1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება და 1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. “აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, კანონის თანახმად, შესაძლოა, პირს...
მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერსახეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო „ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტებში შენობა-ნაგებობების შეკეთებასა და აღდგენას. “მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, სულ გამოვლინდა 1263 ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც ამახინჯებს...
ჩხოროწყუს მერი სპორტის პედაგოგებს შეხვდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად სპორტის პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე მერის მოადგილე ვალერი თოდუა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე 2023 წლის სპორტული ღონისძიებების კალენდარი განიხილეს. შეაჯამეს გაწეული მუშაობის შედეგები და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური ეტაპის მოსამზადებელ...
26 თებერვალს, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ფოტომარათონზე გელოდებათ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საინფორმაციო პლატფორმა “ჩემი მედიასახლი“, 26 თებერვალს, გიწვევთ ფოტომარათონზე “კადრის ფესტივალი”. “კადრის ფესტივალი“ შედგება სამი ეტაპისგან: 1. მასტერკლასი ლევან ბაღათურიასთან ერთად -“როგორ გადავიღოთ კადრი საკუთარი მობილური ტელეფონით“ და საკონკურსო ვორკშოფი ბოტანიკური ბაღის სივრცეში. 2. ნომინირებული ფოტომასალების ალბომის შექმნა. 3. ბოტანიკური ბაღის სივრცეში, მობილური ტელეფონით გადაღებული საინტერესო კადრების გამოფენა, ფოტოალბომის პრეზენტაცია, დაჯილდოება....