საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში გამარჯვებული ქართული ენის, ქართულის – როგორც მეორე ენის, ინგლისური ენისა და გერმანული ენის პედაგოგები დააჯილდოვა და მათ მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა. როგორც მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო მართლაც უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც უკვე წლებია ემსახურება პედაგოგების როლის დაფასებასა...
სეისმური მონიტორინგის ცენტრი-მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი არ არსებობს
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაუჯერონ და არ გაავრცელონ მიწისძვრასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაცია. “თურქეთის რესპუბლიკაში, 6 თებერვლის ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ჩვენი საზოგადოების აღელვება გამოიწვია. მიწისძვრა არის ბუნებრივი სტიქია, რომლის ზუსტი დროისა და ადგილმდებარეობის პროგნოზირება დღეს მსოფლიო სამეცნიერო სივრცეს არ შეუძლია. აქედან გამომდინარე,...
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებს და საერთო კრებებს სოფელ ხაბუმეში, ჭოღასა და გარახაში მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. შეხვედრას ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს ჩხოროწყუს საინფორმაციო-...
ლეწურწუმეში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ლეწურწუმეში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა. უწყების ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2 694 000 ლარს შეადგენს, რომელიც ითვალისწინებს სოფელ ლეწურწუმეში, ეგიარზენის უბნიდან სოფელ ნაკიფუს საზღვრამდე, ლეწურწუმეს ცენტრის გავლით, 5 -კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაციას.
საგარეო უწყება-სტამბოლსა და ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი
თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ქალაქ სტამბოლსა და ქალაქ ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ: საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +90(533)6903040; +90(539)2208280 გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +90(541)8184400 გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +90(541)3262226 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას...
ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახალი პროგრამა იწყება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, კერძოდ: აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100...
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. კობა ნაყოფიას განმარტებით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს – ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.
დეკრეტული შვებულების ფულადი დახმარება 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარით განისაზღვრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი...
ტურიზმის ადმინისტრაცია-2022 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი, 3 516 634 479 აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 107.6%-იანი აღდგენაა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. “2022 წლის დეკემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და 363,306,614 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც...
ჩხოროწყუს მერი წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილე ვალერი თოდუა, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი თეა ტყებუჩავა და ა(ა)იპ სასპორტო სკოლის გაერთიანების დირექტორი რამაზ კოხია. ჩხოროწყუს მუნიციალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერი სპორტის სფეროში არსებულ საჭიროებებს გაეცნო, მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა მწვრთნელებსა და...