აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის - კობა წურწუმიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კობა წურწუმია 2008 წლის 7 აგვისტოდან რუსეთ – საქართველოს ომის წინა ხაზზე...

ზუგდიდში, “თანაზიარში” ორთოპედი-ტრავმატოლოგი კონსულტაციებს ჩაატარებს

8 აგვისტოს, თბილისიდან ჩამოსული ბავშვთა ორთოპედი-ტრავმატოლოგი თევდორე მოსულიშვილი, სამედიცინო ცენტრ “თანაზიარში” ჩაატარებს კონსულტაციებს. ექიმთან მიღება შესაძლებელი იქნება 10:00 სთ-დან 18:00-მდე. მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას გამზ. N41. ტელ: 555 14 43 33.

9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ

9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ, 12 აგვისტოდან კი მოძრაობა სრულად განახლდება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. “ძვირფასო მგზავრებო, მოგეხსენებათ საქართველოს რკინიგზაში მიმდინარეობს მოდერნიზაციის პროექტი. 249$ მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო. ამ...

პრემიერ-მინისტრი-საჯარო მოხელეების ხელფასები 2026 წლამდე ყოველწლიურად, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება და ჯამში 50%-იანი მატება იქნება

2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები. ჯამში, დაახლოებით, 50%-იანი მატება გამოვა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ, სავარაუდოდ სექტემბრის თვეში მივმართავთ პარლამენტს და მოვახდენთ ბიუჯეტის კორექტირებას. ბიუჯეტი გაიზრდება, ვინაიდან დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა სახელმწიფოს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის...

ჩხოროწყუში მეგრულ ენაზე ინტელექტუალური თამაში “ემუორე მუორე” ჩატარდა

საქართველოს მასშტაბით, პირველად, ჩხოროწყუში, მეგრულ ენაზე ინტელექტუალური თამაში "ემუორე მუორე" ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი ასოციაცია "აფუნის" დამფუძნებელი თეონა ახალაია გახლდათ. თეონა ახალაია: "შევქმენი ა(ა)იპ ასოციაცია ,"აფუნი", რომელიც მეგრულად გაზაფხულს ნიშნავს. რა მიზნებს ისახავს? - მხოლოდ გაქრობის პირას მდგომი ქართველური ენების (მეგრული, ლაზური, სვანური) გადარჩენას, განვითარებასა და პოპულარიზაციას. იგი თავისუფალია ყოველგვარი პოლიტიკისგან....

სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს აგროღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისკენ მოუწოდებენ

დასავლეთ საქართველოში გადაუღებელი წვიმების გამო, ბოლო კვირების განმავლობაში, შეფერხებით მიმდინარეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრევენციული წამლობები. ასევე უამინდობის გამო ფერმერებმა ვერ შეძლეს თხილის ბაღებში შესვლა და სიდამპლის, ნაცრისა და ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობების ჩატარება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. “არსებული პროგნოზით, 3 ივლისიდან მოსალოდნელია ამინდის გამოდარება. სურსათის...

ჩხოროწყუში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლის ეზოები, სავარგულები, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ჩამორეცხილი და დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, ხიდ-ბოგირები. შექმნილ მდგომარეობას შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილზე გაეცნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე...

ლესიჭინეში საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის ფოიეში ჩასარიცხი აპარატი ააფეთქეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის ფოიეში დამონტაჟებული ჩასარიცხი აპარატი ააფეთქეს. შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

მიქაელ მალაზონიას  TCHE Center ფორმულით – მიიღე განათლება და დაეხმარე სხვას

TCHE Center – არის ახალი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქველმოქმედების ირგვლივ გააერთიანოს საზოგადოება! ეს იქნება ადგილი სადაც მიიღებ განათლებას და ამავდროულად ჩაერთვები ქველმოქმედების დიდ კამპანიაში! ონლაინურთიერთობების შესაძლებლობები ამოუწურავია,-ყოველდღიურად ახალი აპები, ახალი პლატფორმები, ახალი პროგრამები იქმნება, რომ უფრო მობილური და მოქნილი გახდეს ციფრული ურთიერთობები, ეს მთელი რევოლუციაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ....

სოფელ ლეწურწუმეში წყალმომარაგების სისტემა მოეწყო

სოფელ ლეწურწუმეში წყალმომარაგების სისტემა მოეწყო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილი და ჩატარდა დაქსელვითი სამუშაოები. პროექტის განხორციელებით ეგიარზენის უბანში მცხოვრებ 112 ოჯახს უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა. ლეწურწუმეში სასმელი წყლის სისტემა მოეწყო ასევე სოფლის ცენტრსა და საპერტაიოს უბანში. წყალმომარაგების...