განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა. წულაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ალექსანდრე წულაძე ამ დრომდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ინფორმაციისთვის: გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა და განაცხადა, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.

ლესიჭინეში, საკაციოს უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტის საფარით მიმდინარეობს

სოფელ ლესიჭინეში, საკაციოს უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტის საფარით მიმდინარეობს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტირებული გზა 4კმ.-ის მანძილზე დაიგება. ამ დღეებში დასრულდება ასფალტის პირველი ფენის დაგება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ბიუჯეტი 1 009 998 ლარს შეადგენს. სოფელ ლესიჭინეში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს...

1 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია უწყების...

სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა

დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის მოადგილეებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ქალაქ ჩხოროწყუში, სქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. დათო გოგუამ სიტყვით მიმართა მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას და ისაუბრა 27 სექტემბერზე,...

სახალხო ზეიმი “ნაფიჩხოვობა” გაიმართა

ნაფიჩხოვოში სახალხო ზეიმი "ნაფიჩხოვობა" (ომარტობა) გაიმართა. სოფელში, დღესასწაული ტრადიციულად, ყოველ წელიწადს აღინიშნება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერიის ინფორმაციით, "ნაფიჩხოვობასთან“ დაკავშირებით, სოფელში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიება გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებას დაესწრო და მოსახლეობას "ნაფიჩხოვობა“ და ღვთისმშობლობის დღესასწაული მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მიულოცა. გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ფულადი პრიზებით, ფასიანი საჩუქრებით, მედლებითა...

23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ჩხოროწყუში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ტრადიციულად, შინაური და მიკედლებული ცხოველების (ძაღლი & კატა) უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11:00-16:00 საათებში, სამეგრელო-ზემო სვანეთში შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია გადავლახოთ...

ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. „ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით პარტიული სიების წარდგენისა და რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ცესკო-ში გაიმართა. შეხვედრას იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც, ცესკო-ს შეთავაზების პასუხად, პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის გადაწყვეტილება...

ჩხოროწყუში კლასიკური და საესტრადო მუსიკის საღამო გაიმართება

20 სექტემბერს, 19:00 საათზე, ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში, გაიმართება მუსიკის საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ზაზა კილასონია მეგობრებთან ერთად. დასწრება თავისუფალია.

მომდევნო დღეებში მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. “თბილისში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი,...