მუხურში “ლაშაობა“ გაიმართება

  • 11 ოქტომბერს, პოეტ ლაშა გახარიას დაბადების დღესთან დაკავშირებით, სოფელ მუხურში ,,ლაშაობა“ გაიმართება.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “ლაშაობა“ სოფელ მუხურში, ტრადიციულად, პოეტის დაბადების დღეს, ყოველი წლის 11 ოქტომბერს ტარდება.

პოეტს 77 წელი შეუსრულდებოდა.

იხილეთ ღონისძიების პროგრამა:

13:00 ლაშა გახარიას იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება (მუხურის საჯარო სკოლა).

14: 00 საიუბილეო საღამო (ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმი)

15:00 ლაშა გახარიას ბიუსტის გახსნა. (ქალაქი ჩხოროწყუ, ცენტრალური სკვერი)

დასწრება თავისუფალია.