საქართველოში კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 45 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 177 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 46 107 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 157, „პისიარ“ ტესტით – 18 950.

სულ ჩატარდა 1 965 714 აცრა, დღიურად აცრილია 3 951.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 502 შემთხვევა, აჭარა – 105, იმერეთი – 732, ქვემო ქართლი – 273, შიდა ქართლი – 279, გურია – 113, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 296, კახეთი – 523, მცხეთა-მთიანეთი – 69, სამცხე-ჯავახეთი – 92, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 271 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 996 პირი.

კომენტარის დატოვება