- “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებს და საერთო კრებებს სოფელ ხაბუმეში, ჭოღასა და გარახაში მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. შეხვედრას ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს ჩხოროწყუს საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტი დავით გახარია ესწრებოდა, რომელმაც მოსახლეობას გააცნო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული სახლმწიფო პროექტები.
აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივებმა პრიორიტეტად საუბნო გზების, გარე განათების, სკვერების, სანიაღვრე არხების, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დაასახელეს.
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 446 000 ლარი დაიხარჯება.
მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.