სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა

  • დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის მოადგილეებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ქალაქ ჩხოროწყუში, სქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

დათო გოგუამ სიტყვით მიმართა მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას და ისაუბრა 27 სექტემბერზე, როგორც უმძიმეს და ტრაგიკულ მოვლენაზე ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში.

მემორიალთან გამართულ სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.

ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს