- დღეს, ქალაქ ჩხოროწყუს #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადაეცათ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის იფორმაციით, სათამაშოები და საკანცელარიო ნივთები პატარებს საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ “მეგობრული საჩუქარი” ასოციაცია “ბილიკთან”თანამშრომლობით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერ დათო გოგუასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.
აღნიშნული საჩუქარი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელმა მიიღო.