- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად სპორტის პედაგოგებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდა ასევე მერის მოადგილე ვალერი თოდუა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე 2023 წლის სპორტული ღონისძიებების კალენდარი განიხილეს. შეაჯამეს გაწეული მუშაობის შედეგები და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო ასევე სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს. რეგიონალურ ეტაპზე მონაწილე სპორტსმენებს მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი ფორმებითა და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფს.