- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი ერთეული სპეცტექნიკა – ექსკავატორ-დამტვირთველი შეიძინა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2023 წელს გამოშვებული მრავალფუნქციური ტრაქტორი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 258 000 ლარად შეისყიდა.
ექსკავატორ-დამტვირთველი სარგებლობაში ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრს გადაეცემა.
ახალი მრავალფუნქციური ტრაქტორი, საჭიროებისამებრ, მთლიანად მუნიციპალიტეტს მოემსახურება.