ჩხოროწყუს მერმა მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა

  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენის მიზნით ადგილობრივებთან შეხვედრა დღეს ქალაქ ჩხოროწყუში, ისტორიული მუზეუმის სააქტო დარბაზში გამართა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დათო გოგუამ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ინფრასტრუქტურის, სოციალურ, სოფლის მერნეობის, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა.

შეხვედრას მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, არასამთავრობო სექტორის, სხვადასხვა სამსახურისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.