ჩხოროწყუში დაიწყო კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი

  • დღეს, დაიწყო 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გარდამავალ თასზე მინი-ფეხბურთში.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მუნიციპალიტეტის 12 ადმინისტრაციული ერთეულის 23 გუნდი და თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის გუნდი მონაწილეობს.

ტურნირის ფინალი 9 აგვისტოს გაიმართება, გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადაეცემა, ასევე საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდები ფულადი პრიზებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.