ჩხოროწყუში მასობრივი მძლეოსნური გარბენი გაიმართა

  • ოლიმპიური დღის აღსანიშნავად მასობრივი მძლეოსნური გარბენი გაიმართა.

ოლიმპიური დღის აღსანიშნავად, დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების ორგანიზებით მასობრივი მძლეოსნური გარბენი მოეწყო. ღონისძიების საორგანიზაციო ნაწილში აქტიურად იყვნენ ჩართული ასევე ჩხოროწყუს ახალგაზრდული სათათბიროს წევრები.

ღონისძიებაში მონაწილეობა სასპორტო სკოლის გაერთიანების სხვადასხვა ჯგუფის 80-მდე მოსწავლემ მიიღო.

ღონისძიებას დაესწრო და ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში გამარჯვებულებს დიპლომები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე კობა ჯიქიასთან ერთად გადასცა.

ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

+9