- დღეს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ჩხოროწყუს დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა, რომელსაც მრევლთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ და მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცეს.