- პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის ახალი ოფისი ჩხოროწყუში გახსნა.
ოფისის გახსნას ესწრებოდნენ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები – ბერდია სიჭინავა და გიგა ფარულავა, ასევე პარტიის წევრები: მალხაზ თორია, გეგა შენგელია, ეკატერინე ვეფხვაძე, ქეთევან ლომაია, ირაკლი ფარულავა.
გიორგი გახარია ჩხოროწყუში მხარდამჭერებსაც შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვები გააცნო.