- წუხელ, გვიან ღამით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუში ხანძრის შედეგად, გია ცქვიტიშვილის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. გვიან ღამით მთლიანად დაიწვა ასევე ახუთში თამაზ ვეკუას საცხოვრებელი სახლიც.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილებზე იმყოფებოდნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი და მერის მოადგილე ვალერი თოდუა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერია დაზარალებულ ოჯახებს მერიაში მოქმედი ,,ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსურ დახმარებას გაუწევს.