- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოსა და აჭარაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, 2 არარეგისტრირებული, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოვლენილია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში – ახუთსა და სარაქონში.
მოქალაქეებს უკანონო სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. ახუთში სამართალდამრღვევს საამქროს ტერიტორიაზე ალვის სახეობის 7 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 1 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტიც (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.
“ვინაიდან, სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.