- უხვმა ნალექმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლის ეზოები, სავარგულები, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ჩამორეცხილი და დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, ხიდ-ბოგირები.
შექმნილ მდგომარეობას შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილზე გაეცნენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი. ადგილზე მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები.
მუნიციპალიტეტისთვის სტიქიით მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია დაითვლის.