- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში – 18 მ3 შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 1,11 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი იყო განთავსებული.
უწყების ცნობით, მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანები დაილუქა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.